იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანტიკორუფციულ საქმიანობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს წარადგენს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანტიკორუფციულ საქმიანობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს წარადგენს.
ამ წუთებში სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად მისაღებ ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელიც ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურ გაძლიერებას ითვალისწინებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიღება 1-ელ დეკემბრამდე მოხდება. ცვლილებების შინაარსი დღეს გახდება ცნობილი. პროექტს ანრი ოხანაშვილი წარადგენს.