„იუობზერვერი“ - ევროკავშირის შიდა ანგარიშის მიხედვით, რუსეთს დასავლეთის სანქციების გადალახვაში ჩინეთი და თურქეთი ეხმარებიან
„იუობზერვერი“ - ევროკავშირის შიდა ანგარიშის მიხედვით, რუსეთს დასავლეთის სანქციების გადალახვაში ჩინეთი და თურქეთი ეხმარებიან

სანქციები „ადნობს“ რუსეთის უნარს, დააფინანსოს ომი, მაგრამ ჩინეთი და თურქეთი მას დასავლეთის ბლოკადის გადალახვაში ეხმარებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „იუობზერვერი“ ევროკავშირის შიდა ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის ყველაზე მტკივნეული სანქციები რუსეთის ენერგეტიკასა და საბანკო სექტორს შეეხო.

„ჩინეთიდან რუსეთში ძირითადი 30 პროდუქტის (სატრანსპორტო აღჭურვილობიდან დაწყებული ელექტრო ტექნიკით დამთავრებული) ექსპორტი, რომელიც ადრე ევროკავშირიდან და აშშ-დან იყო იმპორტირებული, ძლიერ შემცირდა შეჭრის შემდეგ, მაგრამ აგვისტოში გაიზარდა 20 პროცენტით. თურქეთის ექსპორტის ღირებულება რუსეთში თითქმის გაორმაგდა მეორე კვარტალში და აჩვენა იგივე ტენდენცია რამდენიმე ძირითად სექტორში“, – აღნიშნულია ანგარიშში.