მოდის სახლი „პრადა“ იაპონიაში დაგეგმილ ჩვენებას კორონავირუსის საფრთხის გამო გადადებს
მოდის სახლი „პრადა“ იაპონიაში დაგეგმილ ჩვენებას კორონავირუსის საფრთხის გამო გადადებს

იტალიური მოდის სახლი „პრადა“ იაპონიაში დაგეგმილ ჩვენებას კორონავირუსის საფრთხის გამო გადადებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„კორონავირუსის ფონზე არსებული მდგომარეობის გამო, შოუ, რომელიც იაპონიაში 21 მაისს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდება“ ,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაპონია „პრადასთვის“ ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. მოდის სახლში აცხადებენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე იაპონიაში შოუს ჩაატარებენ.