რომის პაპი კორონავირუსით არ არის დაავდებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა ვატიკანის პრესსამსაუხური ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
83 წლის პაპს წლების წინ ოპერაცია გაუკეთეს და მას მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პაპი ფრანცისკე შეუძლოდ იყო, რის გამოც მან რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ მიიღო.