იტალიური მედია - იტალიის მმართველი პარტია ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობაზე კაია კალასის კანდიდატურას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს
იტალიის მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ევროკომისრად კაია კალასის არჩევა, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ არსებული ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, ესტონეთის პრემიერ-მინისტრს დიდ გავლენას შესძენს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
იტალიური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის მმართველ პარტიაში კალასის კანდიდატურას არა მხოლოდ თავად ჯორჯა მელონი არ ემხრობა, არამედ პარტიის სხვა წევრებიც.
„„ევროპის განახლება“, პარტია, რომელსაც კაია კალასი წარმოადგენს, ცოტა ხნის წინ არჩევნებში დამარცხდა და პარლამენტში სიდიდით მესამე ჯგუფის პოზიციას დაკარგავს, ხოლო ის წონა, რომელსაც კალასი უმაღლესი წარმომადგენლის რანგში მიიღებს, არაპროპორციულად მაღალია“, – აცხადებს გამოცემის წყარო.