იტალიური მედია ავრცელებს ვოლიერის ფოტოებსა და ვიდეოს, რომელშიც საქართველოს მოქალაქე დაშავდა
იტალიური მედია იმ ვოლიერის ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც საქართველოს 25 წლის მოქალაქე შევიდა. ჟურნალისტებთან საუბარში ცირკის თანამშრომლები ყვებიან, რომ ის სავარაუდოდ ვოლიერზე აძვრა და შიგნით ისე მოხვდა.
იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე 24 დეკემბერს ვეფხვმა დაგლიჯა. ის სავარაუდოდ ცირკის ტერიტორიაზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ შევიდა. ვეფხვის თავდასხმის გამო, ახალგაზრდა მამაკაცს სავარაუდოდ მტევნის ამპუტაცია დასჭირდება. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. მომხდარის გამოძიება გრძელდება.
როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო ხაზზეა კლინიკასთან და ამ დროის მონაცემებით, დაშავებულის მდგომარეობა რთულია.