იტალიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იტალიამ ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ღაზის სანაპირო ზოლთან სამედიცინო დახმარების ხომალდი გააგზავნა
იტალიამ ღაზის სანაპირო ზოლთან სამედიცინო დახმარების ხომალდი გააგზავნა, რათა დაეხმაროს ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს.
ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა.
მისი თქმით, გემზე 170 პერსონალია და მათგან 30 გაწვრთნილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის.
კროზეტომ ასევე განაცხადა, რომ იტალია ასევე მუშაობს საველე ჰოსპიტლის ღაზაში გაგზავნაზე.