იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირმა საკუთარი არმია უნდა შექმნას, რომელიც შეძლებს მშვიდობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაში საკუთარი როლის შესრულებას
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა საკუთარი არმია უნდა შექმნას, რომელიც შეძლებს მშვიდობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაში საკუთარი როლის შესრულებას, – ამის შესახებ ტაიანიმ იტალიურ გამოცემა La Stampa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თავდაცვის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა არის მისი პარტიის, Forza Italia-ს პრიორიტეტი.
„თუ გვსურს, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპული შეიარაღებული ძალები. ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა იმისთვის, რომ შევძლოთ, გვქონდეს ეფექტიანი ევროპული საგარეო პოლიტიკა. მსოფლიოში, სადაც არიან ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, კრიზისებით ახლო აღმოსავლეთიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე, იტალიელი, გერმანელი, ფრანგი ან სლოვენიელი მოქალაქეები დაცულები იქნებიან მხოლოდ იმის საშუალებით, რაც უკვე არსებობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა ტაიანიმ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო ტაიანი პარტია Forza Italia-ს ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალების შემდეგ გახდა.