იტალიის ქალაქ ბარიში საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიის ქალაქ ბარიში საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, საპორტო ქალაქ ბარიში პოლიციამ საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა.

როგორც იტალიური მედია წერს, დაპატიმრებულია 35 წლის მამაკაცი, რომელმაც ბარის სუპერმარკეტიდან 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინი მოიპარა.

პოლიციამ ის ავტოსადგომზე გააჩერა და მისი გაჩხრეკა სცადა. ამ დროს საქართველოს მოქალაქე პოლიციას შპრიცით დაემუქრა, თუმცა პოლიციამ მისი გაუვნებელყოფა და დაპატიმრება შეძლო.