იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს
იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, იტალიაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს.
„ჯერ გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ამ მიმართულებით წავალთ“, – განაცხადა კონტემ.
იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 31 ივლისამდეა გამოცხადებული.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ადგილობრივ მთავრობებს ეძლევათ უფლებამოსილება, ჩაატარონ ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის აუცილებელი პროცედურები. მათ შორის აკრძალონ მიმოსვლა და დახურონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.