იტალიის პრემიერ-მინისტრი - მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს მოლოცვისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას ვუხდი, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „ტვიტერში“ წერს.
როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
„იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად”, – წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.