იტალიის პრემიერ-მინისტრი - ეს განსხვავებული აღდგომაა, თუმცა იტალია ჩვეული რიტმით მალე გააგრძელებს ცხოვრებას
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის მოსახლოებას „ფეისბუქის“ მეშვეობით მიმართა და განაცხადა, რომ იტალია მალე შეძლებს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას.
„ჩვენ გვენატრება ჩვენი ნათესავების ღიმილი, მეგობრების ჩახუტება, ჩვენი ქვეყნის მშვენიერი ტრადიციები, ხელის ჩამორთმევა ეკლესიაში, ბაღში, ბარში. ის მსხვერპლი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ამ მნიშვნელოვან კვირა დღეს გაიღებს, არის გულწრფელი ერთგულება იმისადმი, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. ჩვენ მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან“, – წერს ჯუზეპე კონტე „ფეიბუქში“.
როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი აღდგომა და კიდევ გავა დრო, ვიდრე იტალია ჩვეული რიტმით გააგრძელებს ცხოვრებას, თუმცა პრემიერი მოსახლეობას არწმუნებს, რომ ერთობლივი ძალებით აუცილებლად მალე მოხდება.