იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანას სადღესასწაულო პერიოდში ახალი შეზღუდვები სჭირდება
იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანას სადღესასწაულო პერიოდში ახალი შეზღუდვები სჭირდება

იტალიის პრემიერ მინისტრი, ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანას სადღესასწაულო პერიოდში ახალი შეზღუდვები სჭირდება.

„ახლა საჭიროა დამატებითი შეზღუდვები. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, თავიდან უნდა ავიცილოთ მესამე ტალღა, რადგან  ის დამანგრეველი იქნება“,- განაცხადა ჯუზეპე კონტემ.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, კონტეს მთავრობა სადღესასწაულო პერიოდში „კოვიდ-19“- ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს. იტალია ევროპაში ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 65 000 ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.