იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პიერო ფასინო ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პიერო ფასინო აღნიშნავს, რომ იტალიასა და საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს. იტალიასა და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ვუყურებთ, როგორც მეგობარ ქვეყანას და გვსურს, რომ თავის მხრივ, ქართველებმაც მიიღონ იტალია მეგობარ ქვეყნად“, – აცხადებს პიერ ფასინო.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.