იტალიის ელჩი - დღეს ვზეიმობთ იტალიის რესპუბლიკის დღეს, ჩვენ მუდამ მივისწრაფით არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობის, მშვიდობისა და განვითარებისკენ
იტალიის ელჩი - დღეს ვზეიმობთ იტალიის რესპუბლიკის დღეს, ჩვენ მუდამ მივისწრაფით არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობის, მშვიდობისა და განვითარებისკენ

დღეს ჩვენ ვზეიმობთ იტალიის რესპუბლიკის დღეს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალია მონარქიიდან გარდაიქმნა იტალიის რესპუბლიკად, ამ დროს ქალებმა პირველად ისარგებლეს ხმის მიცემის უფლებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამ დროიდან მოყოლებული იტალია იზრდება, ვითარდება, საერთაშორისო საზოგადოებაში, გაერთიანებულ ერებში ინტეგრირდება, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ განაცხადა.

ელჩის თქმით, ქართველებსა და იტალიელებს ბევრი საერთო აქვთ.

„რომი გახდა ევროპული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წელს იტალია „დიდი შვიდეულის“ პრეზიდენტი ქვეყანაა. ჩვენ მუდამ მივისწრაფით არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობის, მშვიდობისა და განვითარებისკენ. რაც შეეხება საქართველო-იტალიის ორმხრივ თანამშრომლობას, უამრავი მსგავსება გვაქვს, იქნება ეს სპორტის სიყვარული, ღვინო თუ საკვები, მაგრამ ასევე ბიზნესის კეთება. ძალიან მეგობრულები ხართ და სადაც არ უნდა წავიდე საქართველოში, მუდმივად ვხვდები ვინმეს, ვინც საუბრობს იტალიურად, უყვარს იტალია და იგივე ხდება იტალიაში, როდესაც იქ ქართველებს ხვდებიან“, – განაცხადა იტალიის ელჩმა.