იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ეთანხმება ტრამპს, რომ რუსეთი „დიდი რვიანის“ ფორმატის შეხვედრებში უნდა დაბრუნდეს
იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე იზიარებს დოად ტრამპის მოსაზრებას, რომ რუსეთი „დიდი რვიანის“ ფორმატის შეხვედრებში უნდა დაბრუნდეს, – ამის შესახებ ჯუზეპე კონტე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ვეთანხმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. რუსეთი უნდა დაბრუნდეს „დიდ რვიანში“. ეს ყველას ინტერესებში შედის“, – დაწერა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა კვებეკში დაგეგმილ სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა, რომ რუსეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან შეხვედრებში.
„არ აქვს მნიშვნელობა, რას უწოდებთ. ადრე ეს „დიდი რვიანი“ იყო, ახლა რუსეთი გარიცხულია. რატომ ვმართავთ შეხვედრას რუსეთის გარეშე? ჩემი რეკომენდაციაა, რომ რუსეთი მისი ნაწილი იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რუსეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან 2014 წელს ყირმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.
მანამდე, ორი დღით ადრე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ ფორმატში აღდენის შესაძლებლობას ვერ ხედავს.