იტალიელმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
იტალიელმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით ქალაქ ფაზანოში, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.

პოლიციამ ისინი ერთ-ერთ სუპერმარკეტთან შენიშნა და შემოწმების მიზნით, დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა, რის შემდეგაც მათი ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა.

პოლიციამ ორი სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ოდენობის პროდუქცია ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. სასამართლომ წვრილმან ქურდობაში ბრალდებულები პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ბოროტმოქმედები საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს. მათ ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.