იტალიელმა სამართალდამცველებმა ჩინური კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
იტალიელმა სამართალდამცველებმა ჩინური კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ჩინური კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ჩინელებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფების წევრები სხვადასხვა ევროპული კომპანიის პროდუქტების გადაზიდვებსა და ლოჯისტიკას აკონტროლებდნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფი არა მხოლოდ იტალიაში, არამედ გერმანიასა და ესპანეთშიც მოქმედებდა.

გამოძიების ცნობით, კრიმინალები ფერმერებზე ზეწოლას “მაფიოზური მეთოდებით” ახდენდნენ.

„დაშინებითა და მუქარით მათ არაერთი ფირმის ლოჯისტიკაზე დაამყარეს კონტროლი” – ამბობენ პოლიციაში.

გერმანიაში კრიმინალები მოქმედებდნენ ქალაქ დიუსელდორფში, საფრანგეთში – პარიზში, ხოლო ესპანეთში – მადრიდში.

შანტაჟის გარდა, დაჯგუფების წევრებს ბრალი დასდეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში, არალეგალური სამორინეების გახსნასა და პროსტიტუციის იძულებაში.

სპეცოპერაციის დროს ამოღებულია დოკუმენტაცია და ფინანსური ანგარიშები.