იტალიაში ყოფილი მეგობარი ქალის ცემისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ყოფილი მეგობარი ქალის ცემისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინციდენტი ქალაქ კარპიში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა.
გავრცელებული ცნობით და სასტუმროს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ 31 წლის საქართველოს მოქალაქემ ყოფილ მეგობარ ქალს სახეში რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა. დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
იტალიური მედიის ცნობით, მამაკაცი დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ადრეც იყო შემჩნეული მსგავს ქმედებებში და მის წინააღმდეგ საქმე იტალიის ქალაქ მოდენაშიც იყო აღძრული.