იტალიაში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციის დროს, პოლიციამ რაკეტა ამოიღო
იტალიაში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციის დროს, პოლიციამ რაკეტა ამოიღო

იტალიაში პოლიციის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ულტრამემარჯვენე ექტსრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის რაკეტა ამოიღეს. ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია სამი ადამიანი. ასევე ამოღებულია ნეონაცისტური პორპაგანდისტული მასალები.

როგორც იტალიური მედია წერს, ულტრამემარჯვენე ჯგუფებს სავარაუდოდ, კავშირი აქვთ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთან. რეიდები ჩატარდა მილანში, ტურინში, ვარეზეში, ნოვარასა და ფორლიში. სამ დაკავებულ შორის ერთ-ერთი შვეიცარიის მოქალაქეა. ამას გარდა, კიდევ ერთი დაკავებული იტალიის საბაჟო სამსახურის ყოფილი ინსპექტორია.

შეგახსენებთ, სამ ივლისს გენუას სასამართლომ დონბასში პრორუსი სეპარატისტების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის სამ პირს პატიმრობა მიუსაჯა.