იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს
იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე, რომლის თანახმად:
პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის C, D და E ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ან ანტიგენურ სავალდებულო ტესტირებას. ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;
პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის D და E ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (აქამდე არსებული 14-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად) და აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ, PCR ან ანტიგენურ ტესტირებას.
პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის B, C, D და E ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ვალდებულნი არიან, შეავსონ ელექტრონული ფორმულარი.
უცვლელი რჩება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტით განსაზღვრული სხვა წესები. იტალიის ტერიტორიაზე შესვლასა და იტალიიდან გამგზავრების წესებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
🇬🇪 ❗️📣ყურადღება! ახალი რეგულაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით!
გაცნობებთ, რომ გამოქვეყნდა იტალიის…
Posted by საქართველოს საელჩო იტალიაში Ambasciata di Georgia in Italia on Monday, April 19, 2021