იტალიაში საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებსა და რეკომენდაციებს
იტალიაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის მზარდ გავრცელებასთან, იტალიაში საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქალაქ რომში, ცხელი ხაზის ნომერზე: +333 8879123.
ამასთან, საელჩოს ცნობით, ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის დამატებითი ორი ნომერი: +39 3501312131; +39 3501483114.
„რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, გთხოვთ, თვითნებურად არ გამოცხადდეთ სამედიცინო დაწესებულებებში. დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე:
განსაკუთრებული აუცილებლობის დროს – 112 და 118!
ან რეგიონების მიხედვით:
ბაზილიკატა 800.99 66 88; პიემონტე – 800 19 20 20 – 24 საათის განმავლობაში და 800 333 444 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:00-დან 20:00 საათამდე;
ვალე დ’აოსტა – 800.122.121; ლომბარდია – 800.894.545; ალტო ადიჯე – 800.751.751; ტრენტოს პროვინცია – 800.867.388; ბოლცანოს პროვინცია – 800 751 751; ვენეტო – 800.462.340; ფრიული ვენეცია ჯულია – 800.500.300; ტოსკანა -800.556.060; უმბრია – 800.636.363; მარკე – 800.936.677; ემილია-რომანია – 800033033; კამპანია – 800909699; ლაციო – 800118800; კალაბრია – 800-767676; სიცილია – 800 45 87 87; პულია – 800 71 39 31; სარდინია- 800 311 377; აბრუცო ASL n. 1 აკვილა :118 ASL n. 2 კიეტი-ლანჩანო- ვასტო: 800 860 146 ASL n. 3 პესკარა: 118 ASL n.. 4 ტერამო – 800 090 147; ლიგურია – 112; მოლიზე-0874 313000 და 0874 409000; პიაჩენცა – 0523 317979; და ასევე იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1500!
კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ასევე, ეწვიოთ: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს: moh.gov.ge; https://www.facebook.com/mohgovge/ ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/ncdcgeorgia/; https://www.ncdc.ge/ “,- აღნიშნულია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.