იტალიაში საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ, 4 მარტს გაიმართება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა ბოლო მოწვევის პარლამენტს დეკემბრის მიწურულს დაითხოვს.
წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პროგნოზირებენ, რომ ახალ პარლამენტში მეტი მანდატით მემარჯვენე-ცენტრისტები იქნებიან წარმოდგენილი.
თუმცა პროგნოზებით, მემარჯვენე-ცენტრისტები უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებენ და შესაძლოა, ვიხილოთ ე.წ. დაკიდული პარლამენტი – სიტუაცია, როდესაც ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ან კოალიცია უმრავლოსობის ფორმირებას ვერ ახერხებს.