იტალიაში პოლიციამ 20 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელსაც ხელში მოპარული ნივთებით სავსე ჩემოდანი ეჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინციდენტი ფლორენციასთან ახლოს მდებარე ფუჩეკიოს რაიონში მოხდა. გამოძიების ცნობით, პოლიციამ შენიშნა 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა. სამართალდამცავებმა ის გააჩერეს. ჩანთის ჩხრეკისას აღმოჩენილია მოპარული ნივთები, მათ შორი ქალის ტანსაცმელი, ჩანთები, მზის სათვალე.
მამაკაცის იდენტიფიცირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ქურდობაში აქამდეც ამხილეს. კერძოდ, პოლიციის ცნობით, მან რამდენიმე დღის წინ ფუჩეკიოში სუპერმარკეტიდან საკვები მოიპარა.