იტალიაში პატიმრების ამბოხი კიდევ 26 ციხეში მოხდა. განახლებულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
არეულობა მოდენას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიწყო, სადაც პატიმრების ამბოხი მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ციხეში მნახველების ვიზიტი შეზღუდა.
განახლებული ინფორმაციით, არეულობა იყო ასევე ქვეყნის სამხრეთში, ფოგიას ციხეში, საიდანაც 52-მა მსჯავრდებულმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ისინი მალევე დააკავეს.
მილანში კი, სან ვოტორეს ციხეში პატიმრებმა ხანძარი გააჩინეს და შენობის სახურავზე ავიდნენ.