იტალიაში „კოვიდ-19“-ს გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 301 ადამიანი ემსხვერპლა
იტალიაში „კოვიდ-19“-ს გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 301 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 120 ათასს უახლოვდება, რაც ევროპის მასშტაბით, გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, სიკვდილიანობის მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასულ 24 საათში, გამოვლენილია 8 444 ახალი შემთხვევა.
დღეისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3000-მდე პაციენტი რჩება. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების ოთხ მილიონამდე შემთხვევა.
იტალიაში დღეიდან ნაწილობრივ იხსნება ბარები და რესტორნები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები.