იტალიაში „კოვიდ-19“-ის 17 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში „კოვიდ-19“-ის 17 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 846 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსით 66 537 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანამ სიკვდილიანობის მაჩვენებლით დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო.

იტალიაში ვირუსის სულ 1.888 მილიონი შემთხვევაა რეგისტრირებული. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 2 926 პაციენტია მოთავსებული.

იტალიაში ვაქცინაციის დაწყებას შობისა და ახალი წლის პერიოდს შორის ვარაუდობენ.

იტალია, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ხუთი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ვაქცინაციის პროცესს კოორდინირებულად დაიწყებენ.