იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 352 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 137 420 ადამიანს ჩაუტარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსის 1.95 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 68 799 პაციენტი გარდაიცვალა.
იტალია, სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზეა.