იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 564 ადამიანი ემსხვერპლა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 564 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 564 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ 19“-ის მსხვერპლის რიცხვი 60 000-ს გადაცდა.

იტალიის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია 18 887 ადამიანს დაუდასტურდა.

იტალია მსოფლიოში მეექვსე და ევროპაში მეორე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსული ინფექციის რიცხვი 60 000-ს აჭარბებს. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ 19“ 1.7 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.