იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი” იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით სულ 67 220 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 18 236 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 902 ათასზე მეტი შემთხვევა.

იტალიაში საავადმყოფოებში ამჟამად 26 427 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.