იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 634 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 634 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 634 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი” იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით სულ 61 240 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე ადგილზეა ბრიტანეთის შემდეგ.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 14 842 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 1,757 მილიონზე მეტი შემთხვევა.

იტალიაში საავადმყოფოებში ამჟამად 30 081 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 345 პაციენტი იმყოფება.