ძლიერი სიცხის გამო, იტალიაში სამი ადამიანი დაიღუპა.
განგაშის ყველაზე მაღალი – წითელი დონე ქვეყნის 16 მსხვილ ქალაქშია გამოცხადებული, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.
მედიკოსები მოქალაქეებს შუადღის განმავლობაში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა წლის ამ პერიოდისთვის 1950-იანი წლების შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.