იტალიაში ძლიერი სეტყვის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურა
ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი სეტყვის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხეების მოწყვეტის შედეგად დაზიანდა სახლები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა. სეტყვამ დიდი ზარალი მიაყენა ადგილობრივების ნათესებსაც.
მედიის ცნობით, ძლიერი სეტყვა იყო იტალიის ქალაქ მანტუაშიც. სტიქიამ დააზიანა მზის პანელები და ბაღები.
შეგახსენებთ, ბოლო ერთი კვირაა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძლიერი სიცხეა. რომში ტემპერატურა თითქმის 42 გრადუსს ცელსიუსს აღწევს.