იტალიაში დეკემბერში საქართველოს 45 მოქალაქე არ შეუშვეს, კვიპროსში კი 34
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე იტალიასა და კვიპროსში არ შეუშვეს.
შსს-ს ცნობით, დეკემბერში იტალიაში 4039 მოქალაქე გაემგზავრა, თუმცა ქვეყანაში 45 მოქალაქე ვერ შევიდა. პროცენტულად ყველაზე მაღალია უარის მაჩვენებელი კვიპროსში, სადაც 838 მოქალაქე გაემგზავრა, 34-ს კი უარი უთხრეს ქვეყანაში შეშვებაზე.
დეკემბერში ესპანეთში 2658 მოქალაქე გაემგზავრა და 33 უარი დაფიქსირდა; გერმანიაში 7914 ვიზიტი და 16 უარი; საბერძნეთში 3474 ვიზიტი და 16 უარი; საფრანგეთში 2923 ვიზიტი და 26 უარი; პოლონეთში 3679 ვიზიტი და 24 უარი; უნგრეთში 1361 ვიზიტი და 18 უარი; ჩეხეთში 1598 ვიზიტი და 3 უარი; ავსტრიაში 2425 ვიზიტი და 2 უარი; ლატვიაში 649 ვიზიტი და 12 უარი; ბელგიაში 552 ვიზიტი და 4 უარი; შვედეთში 244 ვიზიტი და 1 უარი; შვეიცარიაში 345 ვიზიტი და 2 უარი; დანიაში 97 ვიზიტი და 2 უარი; ესტონეთში 96 ვიზიტი და 2 უარი; ისლანდიაში 5 ვიზიტი და 1 უარი.
შსს-ს მონაცემებით, ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, რუმინეთში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, ფინეთში, სლოვაკეთში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში და მალტაზე უარის შემთხვევები დეკემბერში არ დაფიქსირებულა.