იტალიაში დეკემბერში საქართველოს 45 მოქალაქე არ შეუშვეს, კვიპროსში კი 34

16:32, 10.01.2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე იტალიასა და კვიპროსში არ შეუშვეს.

შსს-ს ცნობით, დეკემბერში იტალიაში 4039 მოქალაქე გაემგზავრა, თუმცა ქვეყანაში 45 მოქალაქე ვერ შევიდა. პროცენტულად ყველაზე მაღალია უარის მაჩვენებელი კვიპროსში, სადაც 838 მოქალაქე გაემგზავრა, 34-ს კი უარი უთხრეს ქვეყანაში შეშვებაზე.

დეკემბერში ესპანეთში 2658 მოქალაქე გაემგზავრა და 33 უარი დაფიქსირდა; გერმანიაში 7914 ვიზიტი და 16 უარი; საბერძნეთში 3474 ვიზიტი და 16 უარი; საფრანგეთში 2923 ვიზიტი და 26 უარი; პოლონეთში 3679 ვიზიტი და 24 უარი; უნგრეთში 1361 ვიზიტი და 18 უარი; ჩეხეთში 1598 ვიზიტი და 3 უარი; ავსტრიაში 2425 ვიზიტი და 2 უარი; ლატვიაში 649 ვიზიტი და 12 უარი; ბელგიაში 552 ვიზიტი და 4 უარი; შვედეთში 244 ვიზიტი და 1 უარი; შვეიცარიაში 345 ვიზიტი და 2 უარი; დანიაში 97 ვიზიტი და 2 უარი; ესტონეთში 96 ვიზიტი და 2 უარი; ისლანდიაში 5 ვიზიტი და 1 უარი.

შსს-ს მონაცემებით, ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, რუმინეთში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, ფინეთში, სლოვაკეთში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში და მალტაზე უარის შემთხვევები დეკემბერში არ დაფიქსირებულა.

მსგავსი