იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 628 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 628 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 628 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი” იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით სულ 69 842 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 13 318 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 977 ათასზე მეტი შემთხვევა.

იტალიაში საავადმყოფოებში ამჟამად 24 948 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 687 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.