იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 17 992 შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 17 992 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 992 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით ინფიცირებული 674 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსის 1.92 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 67 894 პაციენტი გარდაიცვალა.

იტალია, ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.