იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 13 720 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 528 ინფიცირებული
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 13 720 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 528 ინფიცირებული

იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 13 720 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 528 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ვირუსის 1 742 598 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ჯამში „კოვიდ-19“-მა 60 606 ინფიცირებული იმსხვერპლა.

ქვეყანაში ამჟამად 30 524 პაციენტია ჰოსპიტალიზებული.