იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 445 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 68 681 ადამიანს ჩაუტარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 2.056 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას 2 565 ადამიანი გადის.

ქვეყანაში ვირუსმა ჯამში 72 370 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც ევროპაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.