იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 541 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდნა დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 1 585 178 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 54 904 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

იტალია, ვირუსის გავრცელების კუთხით, ევროპაში მეოთხე ადგილზეა.