იტალიის ქალაქ ბარიში, ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, ინციდენტი დღეს დილით მოხდა. 28 წლის მამაკაცი კარაბინერებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ბინაში იმყოფებოდა.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ხელსაწყო და ათობით გასაღები, რომლითაც მამაკაცი ბინების საკეტის გახსნასა და სახლებში შეღწევას ცდილობდა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს მოქალაქე ქურდობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი.