იტალიაში ბინების სერიულ ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიის საპორტო ქალაქ ვენტიმილიაში ბინების სერიულ ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, 45 წლის მამაკაცი ერთ-ერთ სახლში დანაშაულის ჩადენის მომენტში აიყვანეს. მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. დაშავდა სამი სამართალდამცველი.
ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ქურდობაში ბრალდებულს სპეციალური ხელსაწყო აღმოუჩინა, რომლითაც ის საცხოვრებელი სახლის კარს ისე აღებდა, რომ კვალს არ ტოვებდა. ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, რომლებიც ბინის მეპატრონეს დაუბრუნეს.