იტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების გაფიცვის გამო 1 000-მდე ფრენა გაუქმდა
იტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების გაფიცვის გამო 1 000-მდე ფრენა გაუქმდა

იტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების მასობრივი გაფიცვის გამო 1 000-მდე ფრენა გაუქმდა, რის გამოც 250 000 მგზავრი დაზარალდა, – ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გაფიცული თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ხელფასის ზრდა და უკეთესი სამუშაო პირობებია.

როგორც მედია წერს, გაფიცვა მოიცავს ქვეყნის ყველა აეროპორტს.

რომის და ვინჩის აეროპორტში 200-მდე ფრენა გაუქმდა. ასევე გაუქმდა ასობით ფრენა მილანის, ვენეციისა და ნეაპოლის მთავარ აეროპორტებში.

ავიაკომპანიებმა რამდენიმე დღით ადრე აცნობეს მგზავრებს ფრენების გაუქმების შესახებ.