იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც Samp-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავს
იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც Samp-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავს

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც Samp-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავს.

ამის შესახებ ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციაზე დისკუსიისას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

Samp-T ფრანგულ-იტალიური სისტემაა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ბევრი ბალისტიკური რაკეტის განადგურება.

გასულ წელს იტალიამ და საფრანგეთმა აღნიშნული ტიპის ერთი სისტემა კიევს გადასცეს.

„უპირველეს ყოვლისა, მე ვეთანხმები დმიტრო კულებას, როდესაც ის ამბობს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის პირველი სტრატეგია არის ინფრასტრუქტურის და შენობების საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაცვა. სწორედ ამიტომ მინდა, გაცნობოთ, იტალია მზად არის, გაგზავნოს ახალი სამხედრო პაკეტი Samp-T-ს სისტემით უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის“, – განაცხადა ტაიანიმ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამოაცხადა უკრაინისთვის 140 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტის გამოყოფა, რაც ინფრასტრუქტურას, რკინიგზას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას და განაღმვას მოხმარდება.