კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, იტალია სერბეთთან, კოსოვოსთან და მონტენეგროსთან საზღვრებს ჩაკეტავს
იტალია სერბეთთან, კოსოვოსა და მონტენეგროსთან საზღვრებს ჩაკეტავს.
იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება ამ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე მიიღო.
„პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, იტალიაში შემოსვლა ეკრძალებათ. მსოფლიოს პანდემია თავის ურთულეს ფაზაშია. ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა დავიცვათ მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანზამ.