ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის წინ ირანი ავიაკომპანიებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში „ჯიპიეს“ სიგნალის პოტენციური შეფერხების შესახებ აფრთხილებს
ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის წინ ირანმა ავიაკომპანიები ქვეყნის საჰაერო სივრცეში „ჯიპიეს“ სიგნალის პოტენციური შეფერხების შესახებ გააფრთხილა. განცხადების თანახმად, შეფერხება შეეხება ირანის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს. ირანი ავიაკომპანიებს ურჩევს, შეცვალონ კურსი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 აპრილის თავდასხმასთან შედარებით, როდესაც ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო აპარატი გაუშვა, ამჯერად ისრაელი უფრო აგრესიულ თავდასხმას ელოდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონის ბლინკენის განცხადებით, ირანის და „ჰეზბოლას“ თავდასხმა, შესაძლოა, 5 აგვისტოს დაიწყოს.
ჩრდილოეთის ისრაელის მერებსა და ადგილობრივი საბჭოების ლიდერებთან შეხვედრისას ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა, ორი გორდინმა განაცხადა, რომ სამხედროების შეტევითი გეგმები მზადაა „ჰეზბოლასთან“ პოტენციური კონფლიქტისთვის.
გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება.