ისრაელში უკრაინის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვთან საუბრის გამო აკრიტიკებს
ისრაელში უკრაინის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვთან საუბრის გამო აკრიტიკებს

ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენი კორნიჩუკი ისრაელის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან საუბრის გამო აკრიტიკებს.

უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, ელი კოენის სერგეი ლავროვთან საუბარი მეტყველებს ისრაელის პოლიტიკის ცვლილებაზე, რადგან ისრაელის დიპლომატებს ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან არ უსაუბრიათ.

ევგენი კორნიჩუკის თქმით, ომთან დაკავშირებით ისრაელის პოზიცია გაურკვეველია, რადგან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივ დარტყმებს ქვეყანა არ გმობს.

„ისრაელი უნიკალურია ჩვენი პარტნიორობის თვალსაზრისით, ის დუმს“, – აღნიშნა ევგენი კორნიჩუკმა.