ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში სასამართლო რეფორმის საკითხზე მთავარი გადაწვეტილების მიღებამდე საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დაახლოებით 118 000 დემონსტრანტი შეიკრიბა მთავარ საპროტესტო აქციაზე თელ-ავივში. მედიის ცნობით, აქციები გაიმართა ათასობით სხვა ქალაქებსა და გზაჯვარედინებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. დემონსტრანტებმა გადაკეტეს გზატკეცილები.

აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამოხატეს უზენაესი სასამართლოს მთავარი გადაწყვეტილების მიღებამდე კოალიციის მიერ მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას უზღუდავს.

უახლესი კანონმდებლობა, ცვლილება ისრაელის ერთ-ერთ ძირითად კანონში ხსნის სასამართლოს უფლებამოსილებას, გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები ან დანიშვნები „არაგონივრულობის“ საფუძველზე.

სასამართლო რეფორმამ გამოიწვია ყოველკვირეული პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხრეები ამბობენ, რომ სასამართლო რეფორმა აღადგენს ბალანსს ხელისუფლების შტოებში. კრიტიკოსების თქმით, რეფორმა აუქმებს სასიცოცხლო მნიშვნელობის შემოწმებებს მთავრობის უფლებამოსილებებზე.