ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საელჩო მოქალაქეებს, კორონავირუსთან დაკავშირებით, ისრაელში კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ აფრთხილებს.

„მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან, ისრაელში, „წითელი სტატუსის“ მქონე ორმოც ქალაქში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდატის საათი იმოქმედებს. აღნიშნულ სიაში არიან, აშკელონი, აშდოდი, ბნეი-ბრაკი, მოდიინ ილითი, ელადი, ბეთ შემეში, ტირა, ბეიტარ ილითი, ნეტივოთი, დალიათ ელ-კარმელი, ეილათი, სდეროთი, კოხავ იაირი, და კირიატ იარიმი. შეიზღუდება თითქმის ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულ ზონებში დაიხურება სკოლები და საბავშვო ბაღები. აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში და 20 ადამიანის ღია სივრცეში. გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მეტრს შეადგენს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.