ისრაელში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ იერუსალიმის ახლად არჩეული მერი მოშე ლიონი საქართველოში მოიწვია
ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე იერუსალიმის ახლად არჩეულ მერს მოშე ლიონს შეხვდა.
ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა იერუსალიმის მერს მიულოცა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე პაატა კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ იერუსალიმსა და საქათველოს საელჩოს შორის ტრადიციული და მრავალწლიანი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.
ელჩმა იერუსალიმის მერი თბილისში მიიწვია და ისრაელისა და საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით ფორუმის ჩატარება შესთავაზა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსული იგალ ამედი და იერუსალიმის მერის კაბინეტის უფროსი იმრი ბენ-ამი.